პედრო და მონტოია მატჩის შემდეგ
"ბარსელონამ" 2014 წელი დამაჯერებლად დაიწყო, "ელჩესთან" გამარჯვებით, ალექსისის სამი გოლისა და პედროს ერთი გოლის წყალობით. მატჩის შემდეგ, ესპანელმა თავდამსხმელმა განაცხადა, "ჩვენ ვითამაშეთ კარგი მატჩი დასაწყისიდან. მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე და დავეხმარე გუნდს". თავდამსხმელმა შემდეგ თქვა, "ჩვენ გვაქვს ხუთი ურთულესი მატჩი ერთ თვეში, საჭიროა ვიყოთ საუკეთესო ფორმაში".
სესკი-პედროს დუეტმა გუნდის ბოლო მატჩში კარგად ითამაშეს და ესპანელმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ მას კარგად ესმის კატალონიელი ნახევარმცველის: "ჩვენ გვესმის ერთმანეთის. ის ყოველთვის მიყურებს მე და ვცდილობ მოვძებნო თავისუფალი სივრცე".
როდესაც თავდამსხმელს მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩზე დაუსვეს კითხვა, მან თქვა, "ჩვენ საჭიროა გადავდგათ ერთი ნაბიჯი დროში... ისინი რთული მეტოქეები არიან".
მონტოია
"მე ძალიან გახარებული ვარ. ვეცადე მეთამაშა ისე, როგორც მე ვიცი და მესარგებლა შესაძლებლობით, რასაც მწვრთნელი მაძლევს".
"მე მაქვს ბევრი ნდობა მწვრთნელში და ის მეუბნება ვითამშო ისე, როგორც მე ვიცი".
"მატჩი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მნიშვნელოვანია, მაგრამ სეზონში კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი, ამ თამაშის შემდეგ".
[media=http://www.youtube.com/watch?v=4_HsWisK_Sw]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]