სუბისარეტა: „მთავარია ჯანმრთელობა და არა ახალი მეკარე“

სუბისარეტა: „მთავარია ჯანმრთელობა და არა ახალი მეკარე“

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა აცხადებს, რომ ახლა, მისი გუნდისთვის მთავარი არა ახალი მეკარის დამატება, არამედ ფეხბურთელთა ჯანმრთელობაა.

"ახალ წელს, ღმერთს არა "ბარსელონასთვის" ახალი მეკარე, არამედ ფეხბურთელების ჯანმრთელობა ვთხოვე. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა." - აცხადებს სუბისარეტა ესპანურ პრესასთან საუბრის დროს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, "ბარსას" სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა, რომლებიც შეიძლება მოგვარებულად ჩაითვალოს, რადგან ვიქტორ ვალდესი მოედანს უკვე დაუბრუნდა და უახლოეს მომავალში ლეო მესისაც იგივე ელის. რაც შეეხება მეკარის საკითხს, ცნობილია, რომ "ბარსელონა" მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.