„ბარსელონა“ ჰეთ თრიქებს დაეჩვია

„ბარსელონა“ ჰეთ თრიქებს დაეჩვია

"ბარსელონას" თამაშები, ბოლო დროს, სხვადასხვა ფეხბბურთელების ინდივიდუალურად გაბრწყინებით გამოირჩევა. სხვა რა უნდა დავარქვათ იმ ფაქტს, რომ კატალონიელთა ბოლო 5 მატჩში ჰეთ თრიქით თავი სამმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გამოიჩინა.

პირველად ეს გასული წლის 11 დეკემბერს, "სელტიკთან" გამართულ შეხვედრაში მოხდა, როდესაც ნეიმარი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორია, რომელსაც ჰეთ თრიქი ლიბერტადორესის თასზეც აქვს გატანილი და ჩემპიონთა ლიგაზეც.

11 დღის შემდეგ, "ხეტაფესთან" გამართულ რთულ გასვლით შეხვერაში, თავი 3-ჯერ პედრო როდრიგესმა გამოიჩინა და გუნდმა 5:2 მოიგო.

გუშინ, 2014 წლის პირველ თამაშში, პედრომ კვლავ კარგად ითამაშა - მან აქტივში გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, მაგრამ მატჩის გმირად მაინც არა ის, არამედ ალექსის სანჩესი იქცა, რომელმაც "ელჩეს" 3-ჯერ გაუტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.