ავირჩიოთ წლის საუკეთესო მწერალი

ავირჩიოთ წლის საუკეთესო მწერალი

უკვე მე-4 წელია, ჩვენი საიტი წლის საუკეთესო მწერალს ავლენს და მას აჯილდოვებს. წინა 3 შემთხვევის მსგავსად, სისტემა უცვლელია: კონკურსში მონაწილეობას ღებულობენ გასული კალენდარული წლის განმავლობაში, თვის საუკეთესო მწერლებად დასახელებული მომხმარებლები. კონკურსი შედგება 2 ნაწილისგან: 1. საიტის მომხმარებლები ირჩევენ საკუთარ რჩეულს; 2. სამკაციანი ჟიური ირჩევს თავის რჩეულს.

სულ თამაშდება 5 ხმა. აქედან 2 ხმა შეხვდება საიტის მომხმარებელთა რჩეულს. ჟიურის თითო წევრს თითო ხმის უფლება აქვს. ხმების გაყოფის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ჟიურის რჩეულს. ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ დავიცვათ ბალანსი მომხმარებლებისა და ჟიურის არჩევანს შორის.

წინა გათამაშების მსგავსად, პრიზი კვლავ "ბარსელონას" ორიგინალი ფორმაა, კლუბის ოფიციალური მაღაზიიდან გამოწერით, სასურველი წარწერის გაკეთებით.

გამოკითხვა გაგრძელდება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში - 20 იანვრის ღამის 12 საათამდე.

ვის მიიჩნევთ 2013 წლის საუკეთესო მწერლად?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.