ბარტრა: "ვგრძნობ, რომ უფრო მნიშვნელოვანი ვარ"
ამ სეზონში ბარტრა ძირითად ფეხბურთელად ყალიბდება. "ყველაფერი რიგზეა"- განაცხადა მცველმა, "მაგრამ ვიცი, რომ მუშაობა უნდა გავაგრძელო, რათა ვისარგებლო ჩემი შანსებით. ვგრძნობ, რომ გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი ვხვდები. ტატას არ ეშინია და მენდობა. რაც უფრო მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი ითამაშებს, მით უკეთესი იქნება გუნდისათვის."
"Barca TV-თან" საუბრისას ბარტრამ ხაზი გაუსვა გუნდის მონდომებას და მოგების სურვილს: "ახალი წლის ძლიერად დაწყება მნიშვნელოვანი იყო. გუნდის მართვა ვალდესისა და მესის გარეშე მოვახერხეთ. მოგების სურვილი არ დაგვიკარგავს, რაც ყველასთვის კარგია."
ინტენსივობა და ტიტულები
"ბურთის კონტროლისას და დაბრუნებისას ინტენსივობა ყველაზე მთავარია"- თქვა ბარტრამ. "ჩვენი მეტოქეები პირველ ტაიმს უძლებენ, მაგრამ მეორე ტაიმში უფრო მეტ სივრცეს გვიტოვებენ." მცველის თქმით, მან მოედანი უსაფრთხოების მიზნით დატოვა. მარკი "ატლეტიკოსთვის" მზად იქნება: " "ვისენტე კალდერონთან" კარგი მოგონებები მაკავშირებს. იქ კიდევ ერთხელ თამაში და გუნდის დახმარება დიდი პატივი იქნება."
2014 წლის სურვილებთან დაკავშირებით ბარტრამ განაცხადა: "ჯანმრთელობასთან ერთად ტიტულების მოგება მსურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ამბიციურები, კლუბზე უნდა ვიფიქროთ. ის, რაც გუნდისთვის კარგია, კარგია ფეხბურთელისათვის."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]