გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ "ოქროს ბურთს" რონალდუ მიიღებს
Championat.com-მა შეაჯამა გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მკითხველებს სთხოვეს გამოევლინათ, თუ ვინ გახდება 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. გამოკითხვაში მონაწილეობა 38275 ადამიანმა მიიღო.
რესპონდენტთა უმრავლესობამ (61,3%) მადრიდის "რეალის" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ აირჩია. 20,4%-ს მიაჩნია, რომ "ოქროს ბურთს" მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი მიიღებს. ბოლოს, 18,3%-ს მიაჩნია, რომ გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კატალონიის "ბარსელონას" და არგენტინის ეროვული ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი გახდება.
შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" გამარჯვებული გამოვლინდება ხვალ, 13 იანვარს, ციურიხში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]