ნეიმარი: "რონალდუმ "ოქროს ბურთი" დაიმსახურა"
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელს, ნეიმარს მიაჩნია, რომ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა.
პორტგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში, "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი და "ბაიერნის" ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი დაამარცხა.
"რონალდუმ დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ ასეთი სიმაღლეებისთვის მიეღწია. საჭიროა თავდაუზოგავი მუშაობა, რათა ეს ჯილდო მოიგო. ის ასეთ პატივს იმსახურებს. რა თქმა უნდა, მე მსურდა, რომ გამარჯვებული ლიონელ მესი მენახა, მაგრამ ვფიქრობ, რომ "ოქროს ბურთი" კარგ ხელშია", - განაცხადა ნეიმარმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]