კეირისონი ''სანტოსში'' იჯარით გადავიდა
''ბარსელონას'' ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი კეირისონი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა. ის ''სანტოსში'' იჯარის წესით გადავიდა და მომდევნო სეზონს იქ გაატარებს. თუ ფეხბურთელი დაზიანდა, მის გასამრჯელოს ''სანტოსი'' გადაიხდის და ხარჯებსაც ის აანაზღაურებს. 21 წლის ბრაზილიელი ''ბარსამ'' გასულ წელს ''პალმეირასიდან'' შეიძინა და ჯერ ''ბენფიკაში'' შემდეგ კი ''ფიორენტინაში'' გაუშვა იჯარის წესით. ''ბენფიკაში'' მას დიდი კონკურენცია ჰქონდა და ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, ასევე შეცვლებზეც იშვიათად შედიოდა. მან მხოლოდ 7 თამაში ითამაშა და მოედანზე მხოლოდ 199 წუთი დაჰყო.
სეზონის მეორე ნაწილში ''ბარსამ'' კეირისონი ''ფიორენტინაში'' გაუშვა. მაგრამ შედეგი დიდად არ გაუუმჯობესებია. მან მხოლოდ 8 მატჩი ითამაშა. იტალიის ჩემპიონატში მან 2 გოლი, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1 გოლის გატანა შეძლო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]