ლიონელ მესი მსოფლიოს მე-2 საუკეთესო ფეხბურთელია

ლიონელ მესი მსოფლიოს მე-2 საუკეთესო ფეხბურთელია

"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა. მესი "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩა, რომელმაც "ოქროს ბურთი" კარიერაში მეორედ მოიგო. მან ხმების 27.99% მოაგროვა.

მესი, გასული 4 წლის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რაც რეკორდია. ამჯერად, ის მე-2 ადგილს დასჯერდა (24.72%), რისი ერთ-ერთი მიზეზი ტრავმებია, მაგრამ არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ რონალდუს მართლაც შესანიშნავი წელი ჰქონდა. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო 3 ფეხბურთელს შორის ზედიზედ მეშვიდედ მოხვდა. არადა, ის ჯერ 26 წლისაა.

მე-3 ადგილზე "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ფრანკ რიბერი გავიდა (23.36%).

გთავაზობთ ფაილს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, თუ ვინ ვის მისცა ხმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.