"ოქროს ბურთის" მფლობელების სიმბოლური გუნდი

"ოქროს ბურთის" მფლობელების სიმბოლური გუნდი

წარმოგიდგენთ "ოქროს ბურთის" მფლობელების სიმბოლურ გუნდს. ამ გუდში, რა თქმა უნდა, შევიდა ლეო მესიც, რომელსაც ეს ჯილდო ყველაზე ბევრჯერ 4-ჯერ აქვს მოგებული.

მეკარე

ლევ იაშინი

ყოფილი საბჭოთა ფეხბურთელი. ერთადერთი მეკარე, რომელსაც "ოქროს ბურთი" აქვს მოგებული. ის არის ფიფას ვერსიით XX საუკუნის მეკარე. მან "ოქროს ბურთი" 1963 წელს მოიგო.

მცველები

ფრანც ბეკენბაუერი

ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი. მან "ოქროს ბურთი" ორჯერ, 1972 და 1976 წელს მოიგო.

ლოთარ მათეუსი

ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი. მათეუსმა "ოქროს ბურთი" ერთხელ, 1990 წელს მოიგო.

ფაბიო კანავარო

ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც 2006 წელს, მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად "ოქროს ბურთიც" მოიგო.

ნახევარმცველები

იოჰან კრუიფი

ყოფილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი. "ბარსელონას" ლეგენდა. კრუიფმა "ოქროს ბურთი" სამჯერ, 1971, 1973 და 1974 წლებში მოიგო.

მიშელ პლატინი

ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი. პლატინმა "ოქროს ბურთი" ზედიზედ სამჯერ, 1983, 1984 და 1985 წლებში მოიგო.

ზინედინ ზიდანი

ზინედინ ზიდანი იგივე ზიზუ. ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი. მან "ოქროს ბურთი" ერთხელ 1998 წელს მოიგო.

კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელმაც "ოქროს ბურთი" ორჯერ, 2008 და 2013 წელს მოიგო.

თავდასხმელები

მარკო ვან ბასტენი

ყოფილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელმაც "ოქროს ბურთი" სამჯერ მოიგო. მან ეს ჯილდო 1988, 1989 და 1992 წელს მოიგო.

რონალდო

რონალდო იგივე კიჭა, ფენომენი. ბრაზილიელი ლეგენდა. მან "ოქროს ბურთი" ორჯერ, 1997 და 2002 წელს მოიგო.

ლიონელ მესი

მესის "ოქროს ბურთი" ყველაზე ბევრჯერ ოთხჯერ აქვს მოგებული. არგენტინელმა ეს ჯილდო 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.