სერხი რობერტო იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ჩავისა და ინიესტას მსგავსად ითამაშებს
სეზონის დასაწყისში ტატა მარტინომ სერხი რობერტოს მოთმინებისკენ მოუწოდა და იმედი მისცა, რომ მას მეტი სათამაშო დრო მიეცემოდა. როგორც იქნა სერხი რობერტოს დროც დადგა. "ბარსელონას" მიერ ჩატარებულ უკანასკნელ 12 შეხვედრაში სერხი რობერტომ მონაწილეობა მიიღო. "ტატა მარტინო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროის განმავლობაში მე არ დავნებდი, პირიქით დღითიდღე მეტს ვვარჯიშობ. ახლა კი ვიმედოვნებ, რომ მის ნდობას დავაფასებ და დავეხმარები გუნდს. ახლა მთავარია განვაგრძო ვარჯიში და თამაშის უფლება დავისმახურო." სერხი რობერტომ დააზუსტა, რომ ის გუნდის დატოვებას არ აპირებს.
როდესაც ფეხბურთელს ჰკითხეს გაიმეორებდა, თუ არა ის ჩავის შედეგებს, სერხი რობერტომ განაცხადა: "ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მე კი ახლა ვიწყებ კარიერას. ჩავის მსგავი ფეხბურთელი იშვიათია."
ფეხბურთელს ლა ლიგაზეც დაუსვეს კითხვა, ესპანელმა განაცხადა, რომ "ვისენტე კალდერონზე" დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილია, რადგან სეზონის ბოლოს ერთი ქულაც კი გადამწყვეტ როლს ითამაშებს. სერხი რობერტო დარწმუნებულია, რომ შეჯიბრი გუნდებს შორის ძალიან დაძაბული და რთული იქნება და წარმატების მისაღწევად გუნდმა მაქსიმალურიუნდა გააკეთოს: "ჩვენ თითოეულ თამაშს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ."
სერხი რობერტომ რონალდუს ოქროს ბურთის მოპოვება მიუოლოცა, თუმცა დასძინა, რომ ის ხმას ლეო მესის მისცემდა: "გასული შვიდი წლის განმავლობაში ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, დარწმუნებული ვარ, რომ ის მომავალშიც ასე გააგრძელებს" - დაასრულა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=iK0uZXb9-5Y]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]