კატალონიელი მასხარა :)
ბარსელონას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა ჯიმი ჯამპის მსგავსი ალბათ არავინაა. მისი სახელი ყველამ იცის, ის ყოველთვის ახერხებს ხალხის გამხიარულებას. მოკლედ რომ ვთქვათ, მასხარაა. :) მისი ოინების სრული სია საკმაოდ გრძელია და რადგან საკმაოდ პოპულარულია მისი სახელი საფეხბურთო სამყაროში, შევეცდები რამდენიმე გაგაცნოთ.
დაიბადა 1974 წელს, კატალონიაში, ჩვენთვის ცნობილია როგორც ჯიმი ჯამპი, მისი მეტსახელია ''მოედნის ოკუპანტი''.
პირველად ის გამოჩნდა 2004 წლის 4 ივლისს. ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთის და პორტუგალიის ნაკრებები ხვდებოდნენ. იგი შევარდა მოედანზე და ბარსელონას დროშა ესროლა პორტგალიელთა კაპიტანს ლუიშ ფიგუს (ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო – ფიგუ 2000 წელს ბარსელონადან მადრიდის რეალში გადავიდა).
ჯიმი მაშინაც აღმოჩნდა მოედანზე, როცა 2008 წლის 19 ნოემბერს მადრიდის რეალი და ბარსელონა ხვდებოდნენ ერთმანეთს.
პირველი გამოჩენიდან ორი წლის შემდეგ, იგი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაზე გამოჩნდა. მატჩში ვილიარეალი და არსენალი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჯიმიმ მეთოფეთა კაპიტანთან მიირბინა და ტიერი ანრის ეგრედწოდებული ჯერსეი (კატალონიური სამოსი) ესროლა. მასზე ანრის სახელი და 14 ნომერი ეწერა (მოგვიანებით ანრი მართლაც გადავიდა ბარსელონაში და 14 ნომრიანი მაისური მოირგო). ამ საქციელის შემდეგ იგი დააპატიმრეს და მოგვიანებით დააჯარიმეს 60 100 ევროთი.
შემდეგი მისი რეიდი იყო ევრო 2008-ზე. იგი შევიდა მოედანზე ტიბეტის დროშით, ხოლო მაისურზე ეწერა: ''Tibet is not China''.
ჯიმი ამაზე არ გაჩერებულა, ერთერთი სახალისო მოვლენა გახლდათ 2010 წლის ევროვიზიის ფინალი, სადაც მან თავისი სამსახიობო და საესტრადო ნიჭი გამოავლინა. იგი შეუერთდა იმ მასხარებს, რომლებიც ესპანელი მომღერლის გარშემო ცეკვავდნენ.
ბოლო საღამო მისი მონაწილეობით გახლდათ 2010 წლის მუნდიალის ფინალი, როდესაც მან სცადა მსოფლიო ჩემპიონატის თასისთვის ბარსელონას წითელი ქუდის დაფარება.
მხიარული ჯიმის ოინები იმედია ამით არ ამოიწურება, იგი ჯერ მხოლოდ 36 წლისაა და იმედი ვიქონიოთ კვლავ განაგრძობს ხალხის გამხიარულებას.




[media=http://www.youtube.com/watch?v=p2p62Ha5C7Q]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]