ფეხბურთელთა მატჩისშემდგომი კომენტარები

ფეხბურთელთა მატჩისშემდგომი კომენტარები

ლეო მესი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო "ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩში, "კოლიზეუმ ალფონსო პერესზე". მატჩის შემდეგ, არგენტინელმა განაცხადა, რომ "მე მჭირდება მივიღო უფრო მეტი დრო მეოდანზე. ეს არის ბოლო რამ, რაც მჭირდება მზადყოფნისთვის. იდეა არის უფრო მეტი დრო მატჩებში და ხუთშაბათს ამის კარგი შესაძლებლობა იყო, რადგან ჩვენ მოედანზე დიდი უპირატესობით გავედით".

"როგორც ყველა მატჩი, ვიცოდით რომ ესეც არ იქნებოდა ადვილი. ჩვენ მათ შანსი არ მივეცით და ვითამაშეთ ძალიან სერიოზული მატჩი", თქვა მესიმ. მან დაამატა: "ნეიმარის ტრავმა ცუდია. იმედი მაქვს, ის დიდ დროს არ გამოტოვებს, ჩვენ გვჭირდება ის".

მატჩის შემდეგ კომენტარები სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს:

ჩავი ერნანდესი:

"ჩვენ ყველაფერს კარგად ვაკეთებთ, ვთამაშობთ კარგად, რომ გუნდის დონე შევინარჩუნოთ. აქ ყველა კომფორტულად არის, ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ. სიამოვნებას ვიღებთ და ვთამაშობთ კარგ ფეხბურთს".

"მესი, არგენტინიდან დაბრუნების შემდეგ ბედნიერი იყო. მან გაიტანა ორი გოლი და დაუბრუნდა თავის ჩვეულ ფორმას".

"ეს მატჩი მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმედი მაქვს, კვლავ მნიშნელოვანი ვარ "ბარსასთვის". ყველაზე მნიშნელოვანია ის, რომ კარგად ვთამაშობთ, ჩვენი მიზანი ტიტულების მოგებაა".

"ჩვენ არ ვიცით, როგორ ვითამაშოთ სხვა ტიპის ფეხბურთი, რომ არა შემტევი. ჩვენ ვართ ბედნიერნი, რადგან კიდევ ერთი მატჩი მოვიგეთ".

"იმედი მაქვს, ნეიმარის ტრავმა სერიოზული არაა".

კრისტიან ტელიო:

"ყველაზე მნიშვნელოვანია თამაში, სათამაშო დროის მიღება მოედანზე და თავდაუზოგავად მუშაობა. შენ ყოველთვის უნდა მისცე საუკეთესო საკუთარ თავს და ისარგებლო შენი შესაძლებლობებით".

"მე აქ ბედნიერი ვარ. მე ვერ ვთამაშობ, ისე როგორც გასულ წელს, მაგრამ არ ვნებდები".

"თავს კარგად ვგრძნობ ნებისმიერ ფლანგზე. მთავარია დროის მიღება. ნეიმარის ტრავმის შემდეგ, გადავედი მარცხენა მხარეს - მე თავს კარგად ვგრძნობ მოედნის ორივე მხარეს".

"მესიმ დიდი დაბრუნება გააკეთა და იმედია მომავალში კიდევ ბევრ გოლს გაიტანს".

"ჩავისთან ერთად თამაში დიდი პატივია".

მარკ ბარტრა:

"ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არის ოცნება და პატივი. მე ყოველთვის ორიენტირებული ვარ "ბარსაზე". ტატა მარტინო მენდობა და თავს ისე ვგრძნობ, როგორც სალხში".

"მე მადლობელი ვარ ტიტო ვილანოვასი, ჩემი პირველ გუნდში მიღებისთვის. ტატა მარტინო ნდობას მიცხადებს".

"მე ვარ ამბიციური ადამიანი და იმედი მაქვს, რომ ვითამაშებ 700 მატჩს, როგორც ჩავი. ეს იქნება დიდი პატივი. ის მაგალითია ჩვენთვის".

"სერხი რობერტო არის ფეხბურთელი, რომელიც არ კარგავს პოზიციას და რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი".

[media=http://www.youtube.com/watch?v=6wgrx5x9xjM]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.