ასენსი: "ბარსელონა" ვერასდროს იპოვის ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ჩავია"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, ხუან მანუელ ასენსის მიაჩნია, რომ კატალონიური კლუბი ვერასდროს იპოვის ისეთ ნახევარმცველს, როგორიც ჩავი ერნანდესია. ასენსი, თავის დროზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან ერთად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა.
"ამდენი წლის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩავი განსაკუთრებულია. "ბარსელონაში" არასდროს ყოფილა ასეთი ფეხბურთელი და ვფიქრობ, არც იქნება. პირადად, მე არ მჯერა, რომ კლუბი ასეთი ფეხბურთელის პოვნას შეძლებს. მაგალითად, ანდრეს ინიესტას არ აქვს ასეთი სათამაშო თვისებები, მაგრამ ჩავის არ აქვს ისეთი თვისებები, როგორიც აქვს ინიესტას", - განაცხადა ასენსიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]