გვარდიოლამ 1 წლით გაახანგრძლივა
როგორც გუშინ იყო დაანონსებული, პეპ გვარდიოლამ "ბარსელონასთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა, რითიც საყვარელ კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩენის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა. ოფიციალურად გვარდიოლა "ბარსას" მწვრთნელი ბოლო 14 დღის განმავლობაში აღარც იყო, რადგან მის კონტრაქტს ვადა 30 ივნისს გაუვიდა.
დღეს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე, "ბარსელონას" ოფისში ერთმანეთს ერთის მხრივ კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი და ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, მეორეს მხრივ კი პეპ გვარდიოლა, მისი აგენტი ხოსეპ მარია ორობიტგი და ტიტო ვილანოვა შეხვდნენ. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით გვარდიოლამ გულშემატკივრებისთვის მიცემული პირობა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ იანვარში მან კლუბში კიდევ მინიმუმ 1 წლით დარჩენის პირობა დადო. მაშინ არც არავის უფიქცია ახალი კონტრაქტის გაფორმება - პეპს უბრალოდ სიტყვაზე ენდნენ და არც შემცდარან.
მომდევნო სეზონი გვარდიოლა-მეწვრთნელისთვის "ბარსელონას" სათავეში მესამე იქნება. განვლილ ორ სეზონში მან კლუბთან ერთად 7 ტიტული მოიგო. "ბარსელონას" პირველი გუნდის ჩაბარებამდე პეპი მეორე გუნდს (ბარსა B) წვრთნიდა, რომელთან ერთადაც ასევე მიაღწია წარმატებას, ამოიყვანა რა ახალგაზრდა კატალონიელები ერთი დივიზიონით ზემოთ.
აქვე გაგაცნობთ გვარდიოლას ხელმძღვანელობით "ბარსელონას" პირველი გუნდის მიერ გამართული მატჩების სტატისიკას:
თამაში: 121
მოგება 87 (72%)
ფრე: 23 (19%)
წაგება: 11 (9%)
გატანილი გოლი: 296 (2.44 თამაშში)
გაშვებული გოლი: 94 (0.77 თამაშში)
ქულები ესპანეთის ჩემპიონატში 186 (87 პირველ სეზონში, 99 მეორეში)
წყარო: fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]