კეილორ ნავასი: "ლევანტეს" "ბარსას" დამარცხება შეუძლია"
"ლევანტეს" მეკარე ფიქრობს, რომ მის გუნდს "ბარსელონას" დამარცხება შეუძლია.
"ახლა კარგ ფორმაში ვართ და გვსურს, ვაჩვენოთ ხალხს, რომ სანდოები ვართ. მატჩის დაწყებისას ორივე გუნდი თანაბარია და აუცილებლად ისე უნდა ვითამაშოთ, რომ თამაში მოვიგოთ. ვთამაშობთ დიდებული გუნდის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენს ფერებს სიკვდილამდე დავიცავთ."
"ყოველდღე არ გვიწევს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში. ასეთი თამაშები ყოველთვის სასიამოვნოა. მთავარია, რომ თავდაჯერებულები ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მატჩი მოვიგოთ. ეს უნდა ვცადოთ."
"ბარსელონა" პირველ ადგილზეა. მათ პირველ წრეში ისეთი თამაშები ჩაატარეს, რომ ყველას ნათლად დაანახეს, თუ რატომ არიან ლიდერები. "ბარსა" დიდებული კლუბია. ამ გუნდში თითოეულ ფეხბურთელს უდიდესი შესაძლებლობები აქვს და როგორც გუნდი, ისინი ბევრად უფრო ძლიერები არიან."
"მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი შესაძლებლობები. მოგება გვინდა. ამაში დარწმუნებულები ვართ,"-განაცხადა კეილორ ნავასმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]