წინასამატჩო მიმოხილვა: "ლევანტე" - "ბარსელონა"

წინასამატჩო მიმოხილვა: "ლევანტე" - "ბარსელონა"

2013/14 წლების ლა ლიგის სეზონის მეორე ნახევარს "ბარსელონა" 50 ქულით, 16 მოგებით, 2 ფრითა და 1 წაგებით ხვდება. კვირას ტატა მარტინოს გუნდი გაემგზავრება ვალენსიაში, სადაც მეათე ადგილზე მყოფ "ლევანტეს" დაუპირისპირდება.

"ლევანტე" გასავარდნი ზონისაგან დაცულია. ქულების უმეტესობა (12) მოიპოვეს საკუთარ მოედანზე, სადაც გასვლით შეხვედრებთან შედარებით გუნდმა ორჯერ ნაკლები გოლი (9) გაუშვა. გამოცდილი და კარგი მწვრთნელის, ხოაკინ კაპაროსის, ხელმძღვანელობით ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ლევანტეს" ლა ლიგაში დარჩენისათვის მოუხდება ზრუნვა, მაგრამ მცირე ბიუჯეტის გამო ისეთ გუნდთან, როგორიც "ბარსელონაა", ბრძოლა გაუჭირდება.

როგორც წესი, ესპანეთში "ლევანტეს" მსგავს გუნდებს გოლების გატანა უჭირთ. 19 მატჩში მათ მხოლოდ 18 ბურთი გაიტანეს. გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ ისინი ბოლოდან მეოთხე პოზიციაზე არიან. მათ 27 ბურთი მიიღეს საკუთარ კარში (საშუალოდ 1,4 გოლი თამაშში), მაგრამ კაპაროსმა იცის, თუ როგორ მიიღოს შედეგი.

პირველ ტურში საშინელი მარცხის შემდეგ "ლევანტეს" 6 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა - დაამარცხეს "რაიო ვალიეკანო" და "ოსასუნა", ხოლო ფრედ ითამაშეს "სევილიასთან", "რეალ სოსიედადთან", "ალმერიასა" და "ვალიადოლიდთან". ასეთი შედეგები გამამხნევებელია. "ლევანტე" მხოლოდ შემდეგ გუნდებთან დამარცხდა: "ბარსელონა", "მადრიდის რეალი", "გრანადა", "ბილბაო", "ვილიარეალი", "ხეტაფე", "ვალენსია" და "მადრიდის ატლეტიკო". "ხეტაფესთან" წაგების გარდა დანარჩენი მარცხები არ არის სამარცხვინო. მათ ასევე მოიგეს მნიშვნელოვანი შეხვედრები "სელტას", "ელჩეს", "ესპანიოლისა" და "მალაგას" წინააღმდეგ.

გუნდების სიახლეები

"ლევანტე"

ახლა "ლევანტე" "ინტერის" ფეხბურთელის, სამუელე ლანგოს, იჯარით აყვანას ცდილობს. კაპაროსის აზრით, იტალიელი მათ გოლების გატანაში დაეხმარება. თუმცა გარიგება არ არის დადებული. ტრავმის ან დისკვალიფიკაციის ან ტექნიკური მიზეზების გამო "ლევანტეს" კატალონიელთა წინააღმდეგ შემდეგი მოთამაშეები ვერ დაეხმარებიან: გომისი, ნონგი, ჰექტორ როდასი, ბარალი, პალარდი, ნაგორე. ყველაზე დიდი დანაკლისია დავიდ ბარალი, რომელიც 4 გოლით "ლევანტეს" ბომბარდირია.  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ელ ზარი, რომლის ანგარიშზე ასევე 4 გოლია. ანხელს, რომლის თამაშიც მოსალოდნელია, ჯერ არ გაუტანია.

მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობა: კ. ნავასი, პ. ლოპესი, ხუანფრანი, ვინტრა, ნიკოსი, დიოპი, სიმაო, ხუმეტრა, რ. გარსია, ივანშიცი, ანხელი.

განაცხადი: კ. ნავასი, ხიმენესი, დ. ნავარო, ვინტრა, ხუანფრანი, ნიკოსი, ელ ადოუა, პ. ლოპესი, ელ ზარი, ხუმეტრა, სერხიო, ა.ჯ. რიოსი, ივანშიცი, პ. დიოპი, სიმაო, კამარასა, ანხელი, რუბენ გარსია.

"ბარსელონა"

მარტინო უნდა გაუმკლავდეს დანაკლისებს, თუმცა მხოლოდ რამდენიმეა მნიშვნელოვანი. ნეიმარი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, ინიესტას ჯანმრთელობა არ გარისკეს, დანი ალვესს დისკვალიფიკაცია აქვს, ხოლო პუიოლი განაცხადში არ არის. ჯონათან დოს სანტოსი მკურნალობას აგრძელებს, მაგრამ ვერც კუენკა და აფელაი მოხვდნენ განაცხადში. სამაგიეროდ მარტინომ დონგუ გამოიძახა.

ლა ლიგაში იანვარი ყველაზე დატვირთული თვეა. ვინაიდან "ლევანტეს" ესპანეთის თასზეც შეხვდებიან, ტატა მარტინო ძალების დაბალანსებას შეეცდება. პუიოლი, რა თქმა უნდა, ესპანეთის თასისათვის დაასვენეს.

მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობა: ვალდესი, მონტოია, პიკე, მაშერანო, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ჩავი, პედრო, მესი, ალექსისი.

განაცხადი: ვალდესი, პინტო, მონტოია, ბარტრა, პიკე, მაშერანო, ალბა, ადრიანო, ბუსკეტსი, სონგი, ფაბრეგასი, რობერტო, ჩავი, ალექსისი, პედრო, მესი, ტელიო, დონგუ.

მოსალოდნელი შედეგი

როგორც ყოველთვის, "ბარსელონას" მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებს. ვინაიდან ესპანეთის თასი 2 მატჩიანია, მარტინოს პრიორიტეტი ლა ლიგის შეხვედრა იქნება და ძალიან ძლიერ სასტარტო შემადგენლობას დააყენებს. "ატლეტიკო" ჯერ კიდევ უშეცდომოა, ხოლო "რეალს" მხოლოდ 3 ქულით ვუსწრებთ, ასე რომ, ლა ლიგაში შეცდომების დრო არ არის. კაპაროსი ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესოა, მას არაერთხელ შეუქმნია "ბარსელონასთვის" პრობლემები. "ლევანტე" არ იქნება გამბედავი, საკუთარ საჯარიმოში ჩაიკეტება და სტანდარტული სიტუაციების ან კონტრშეტევების იმედი ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.