მარტინო: „შეტევაში არ გვიმართლებდა“

მარტინო: „შეტევაში არ გვიმართლებდა“

ტატა მარტინო, "ლევანტესთან" გამართული შეხვედრის (1:1) მეტოქეს კარგ თამაშს ულოცავს და აცხადებს, რომ მის გუნდს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდა.

"ჩვენ მოედანზე კარგი ფეხბურთის საჩვენებლად და მოსაგებად გავედით. აქ ამ შედეგისთვის არ ჩამოვსულვართ და ის არც დაგვიმსახურებია. შეტევაში არ გვიმართლებდა. წინ კიდევ არაერთი სიურპრიზი გველის და დარჩენილი 18 ტური ამას გვიჩვენებს.

მეტოქე, სეზონის სტარტის შემდეგ, გაძლიერებულია. სათქმელი ბევრი არაფერია. ვცდილობდით და კარგადაც ვთამაშობდით. შედეგის მიღწევა საჯარიმოს გარედან თამაშითაც ვცადეთ და საჯარიმოდანაც. "ლევანტეს" მეკარემ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.

დამწუხრებულები ვართ იმის გამო, რომ ვერ მოვიგეთ. ვიცით, რომ ასეთი 10 თამაშიდან 9 უნდა მოვიგოთ." - აცხადებს 2 ქულის დაკარგვის შემდეგ ხერარდო მარტინო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.