„ბარსელონა“ ლიდერობას ინარჩუნებს
ლა ლიგის მე-20 ტურში, ფავორიტის სტატუსის მიუხედავად, "ბარსელონამ" "ლევანტესთან" ქულები დაკარგა. ვალენსიაში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ლიდერობის დაკარგვის სერიოზული საფრთხე შეიქმნა, რადგან "ატლეტიკო" "სევილიას" მასპინძლობდა და მოგების შემთხვევაში, მადრიდელები პირველ ადგილზე გადაინაცვლებდნენ. თუმცა, ესპანეთის დედაქალაქში გამართულ მატჩში "სევილიამ" ქულის აღება მოახერხა და "ბარსელონამ" ლიდერობა შეინარჩუნა.
კატალონიური გუნდი ესპანეთის ჩემპიონატს უკვე 58 ტურია ლიდერობს. "ბარსა" ამ მხრივ ესპანეთის მასშტაბით რეკორდსმენია.
აქვე, ერთი საინტერესო მონაცემი - 1970-71 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ლა ლიგის 20 ტურის შემდეგ, პირველ სამ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა. გასული საუკუნის 70-იან წლებში, სამეულში "ბარსელონა", "ვალენსია" და "ატლეტიკო" შედიოდნენ, ხოლო ჩემპიონი "ვალენსია" გახდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]