ლაპორტა: "როსელის დუმილი "ბარსელონას" იმიჯს ვნებს"
კატალონიის "ბარსელონას" ექს-პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ და სანდრო როსელმა აუცილებლად უნდა ახსნან უკანასკნელი მოვლენები, რომელიც ნეიმარის ტრანსფერს უკავშირდება. იტყობინება, Football Espana.
"პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა საფეხბურთო კლუბის წევრებს ყველაფერი უნდა აუხსნას. მისი დუმილი "ბარსელონას" მხოლოდ ზიანს მიაყენებს." - აცხადებს, ლაპორტა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს "ბარსელონამ" ნეიმარი ოფიციალური ცნობით 57 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამ ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]