პუიოლის ტრავმა დადასტურდა

პუიოლის ტრავმა დადასტურდა

"ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა კარლეს პუიოლის ტრავმა დაადასტურა. მცველმა ტრავმა მარცხენა ფეხზე გუშინ ღამით "ლევანტეს" წინააღმდეგ მიიღო, რომელიც დილით ექიმებმა შეამოწმეს. ჯერ კიდევ დადასტურებამდე იყო ეჭვი, რომ მცველი კვირას, "მალაგას" წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს.

გუნდის კაპიტანმა ტრავმა შეხვედრის 57-ე წუთზე მიიღო. კლუბის ექიმებმა მას უმკურნალეს, მაგრამ ესპანელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რის შემდეგაც მწვრთნელმა მის ნაცვლად მოედანზე ხავიერ მასკერანო შეუშვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.