არგენტინა – ესპანეთი 7 სექტემბერს "ნიუ–იორკში"

არგენტინა – ესპანეთი 7 სექტემბერს "ნიუ–იორკში"

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად გამომცხვარი ჩემპიონები 7 სექტემბერს "ნიუ–იორკში" არგენტინელებს დაუპირისპირდებიან. ბუნებრივია მატჩი ძალზე საინტერესო და დაძაბული იქნება. ამ ყველაფრის გამოცნობა ბოლო მატჩის შედეგით არის შესაძლებელი, რომელშიც ესპანელებმა 2:1 დაძაბულ და მძიმე ბრძოლაში იმარჯვეს სამხრეთ ამერიკელებზე.

გახმაურდა ასევე ერთი ინფორმაციაც არგენტინელთა ბანაკიდან. "აფა"– ს პრეზიდენტმა დიეგო არმანდო მარადონას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის თანახმადაც დიეგო 2014 წლის მსოფლიოს დასრულების შემდეგ დატოვებს თავის პოსტს. არგენტინელთა ფეხბურთის ფედერაცია მარადონას მუშაობით უკმაყოფილო არ არის, მიუხედავად 1/4 ფინალში მარცხისა გერმანიასთან.

წყარო:as.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.