ბართომეუ: „მესი არ იყიდება“

ბართომეუ: „მესი არ იყიდება“

კატალონიურ რადიო RAC1-თან ინტერვიუს დროს, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ლიონელ მესის, მარტინ მონტოიას, ხერარდ პიკესა და ნეიმარის კონტრაქტებზე ისაუბრა.

"მესი არ იყიდება. გვინდა, ლეოს მამასთან ერთად დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. არ ვჩქარობთ, ეს საქმე ხვალ გასაკეთებელი არაა, რადგან წინ დიდი დრო გვაქვს. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს."

"მარტინ მონტოიასთან მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა, ხოლო პიკესთან დავიწყეთ."

"სანამ ნეიმარის კონტრაქტის დეტალებს გავასაჯაროებდი, ამის შესახებ გუნდის კაპიტნებს ვესაუბრე. ბრაზილიელი ფეხბურთელის მადლობელნი უნდა ვიყოთ იმის გამო, რომ ის ჩვენთან მოვიდა, როდესაც მას სხვაგან მეტი ფულის გამომუშავების შანსი ჰქონდა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.