ინიესტა: "უმნიშვნელო გამარჯვება არ არსებობს"

ინიესტა: "უმნიშვნელო გამარჯვება არ არსებობს"

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ, მცირე კომენტარი გააკეთა ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩის შედეგზე.

"უმნიშვნელო გამარჯვება არ არსებობს. მიუხედავად აშკარად სუსტი მეტოქისა, "მალაგას" წინააღმდეგ ბრძოლას ჰქონდა თავისი სირთულეები და ინტრიგები. აშკარა გახდა, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული პრობლემები მომენტების რეალიზებასთან დაკავშირებით. კარგია, რომ საბოლო ჯამში, მეტოქეს რამდენიმე ბურთი გავუტანეთ და მივაღწიეთ დამაჯერებელ გამარჯვებას. ეს სამი ქულა არ იქნება ზედმეტი, რადგან "ბარსელონას" კონკურენტებმა ასევე მოიგეს თავიაანთი მატჩები".

"ახლა, სეზონის ყველაზე რთული ნაწილი იწყება, როდესაც მატჩები ერთმანეთის მიყოლებით იმართება. საჭიროა სრული კონცენტრაცია", - განაცხადა ინიესტამ Marca-სთან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.