მაგათი მესის "ბაიერნში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

მაგათი მესის "ბაიერნში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა, ფელიქს მაგათმა საკუთარი აზრი დააფიქსირა კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის, მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. 

"შეუძლებელი ნამდვილად არაფერია. თუ "ბაიერნი" კვლავ მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ თავად მესისთვისაც საინტერესო გახდება გერმანულ კლუბში გადასვლა." - განაცხადა, მაგათმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც პრესა, ლიონელ მესის "ბაიერნში" გადასვლას უწინასწარმეტყველებს, თუმცა "ბარსელონაში" ამას კატეგორიულად გამორიცხავენ. ყველაფერზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ კატალონიურ კლუბს სურს არგენტინელი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახადოს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.