ფეხბურთის გარეშე

ფეხბურთის გარეშე

დღევანდელი სიტუაცია "ბარსელონაში" არც ისე მარტივადაა და ამაზე ბევრმა პიროვნებამ იზრუნა. 

მადრიდის "რეალი" ვერ შეეუგა იმ ფაქტს, რომ ნეიმარმა "ბარსელონა" აირჩია და საპასუხოდ განახორციელა ყველაზე ძვირიანი ტრანსფერი, რომელსაც სავარაუდოდ პერესი ძალიან ნანობს. (იმის გათვალისწინებით, რომ ბეილს ზედიზედ სამი მატჩი არ ჩაუტარებია ტრავმის მიღების გარეშე). 

სოტუაცია ასეთია: "ბარსელონას" უჩივლეს იმის გამო, რომ სანდრო როსელმა მიითვისა 40 მილიონი ევრო. სანდრო როსელმა ეს დაამტკიცა და ახლა ახალი სარჩელი შევიდა სასამართლოში თითქოს სანდრო როსელმა სხვა კომპანიებს გადაუხადა ქრთამი იმის გამო, რომ ნეიმარს "ბარსელონა" აერჩია. 

სამწუხაროდ მადრიდის "რეალის" მესვეურებისთვის ფული ყველაზე მთავარია, ხოლო ნეიმარმა ფეხბურთის თამაში არჩია და "ბარსელონაში" გადმოვიდა.

სათაურიც სწორედ ამიტომ შვურჩიე "ფეხბურთის გარეშე", მოურინიოს მოსვლის შემდეგ ძაიან გამწვავდა ბრძოლა ამ ორ კლუბს შორის მოედნის გარეთ. საპრესკონფერენციო დარბაზებში, ინტერნეტ სივრცეში, სასამართლოებში და ა.შ.

ჟორდი კაზესი არ გეგმავდა იმას, რომ სანდრო როსელი პოსტს დატოვებდა. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. დღეს კი ის ამბობს, რომ ხელშეუხებლობის გარანტია სურს, რადგან არ უნდა დაკარგოს ის მილიონები, რომელიც პერესმა გასამრჯელოდ გადაუხადა. 

სამწუხაროდ, "ბარსელონა" არასდროს მიმართავს ასეთ ხერხებს და ყველაფერს მოედანზე ამტკიცებს, მაგრამ საინტერესო იქნებოდა გარეთ ბეილის ტრანსფერის დეტალები. როგორ მოახერხა პერესმა ასე მცირე დროში ფეხბურთელის გაფორმება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.