კემპესი: "თუ მესის ხელფასს გაუზრდიან, ის თავს კარგად იგრძნობს"

კემპესი: "თუ მესის ხელფასს გაუზრდიან, ის თავს კარგად იგრძნობს"

არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მარიო კემპესი თვლის, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი უნდა იყოს, იტყობინება ესპანური პრესა. კემპესმა აღნიშნა, რომ ლურჯ-ბროწეულისფერთა მოთამაშეს მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს.

"ვთვლი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, შესაბამისი ხელფასი უნდა მიიღოს. ჩვენს დროში ეს პრაქტიკულად არ არის: თქვენ გქონდათ ხუთწლიანი კონტრაქტი, ოთხ წელ ნახევარში კი მოვლენ თქვენთან და გთხოვენ, არ გსურთ გაახანგრძლივოთ? მესი ამჟამად კმაყოფილია, მაგრამ მას ხელფასს თუ გაუზრდიან ის თავს უფრო უკეთ იგრძნობს". - განაცხადა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.