ჩავი - პასების მეფე

ჩავი - პასების მეფე

ყოველი მოძრაობა, რომელსაც ჩავი ერნანდესი მინდორზე აკეთებს, ამტკიცებს იმას, რომ ესპანელს უზუსტესი ხედვა და გამჭოლი პასის მიცემის გასაოცარი ნიჭი აქვს. ამას ასევე ადასტურებს მუნდიალზე მისი სტატისტიკა. სამხრეთ აფრიკაში ჩავიმ ყველაზე მეტი პასი გააკეთა.

პეპ გვარდიოლას გუნდის "ძრავამ", რომელმაც ამ სეზონში ასევე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა, გააკეთა ყველაზე მეტი პასი ნახევარდაცვაში. ამას ასევე ამტკიცებს საგოლე პასებიც, რომლთა გაკეთება ჩავის კატალონიურ კლუბში ჩვევად ექცა და ზუსტი პასები მუნდიალზე.

 ყველაზე მეტი პასი მუნდიალზე
 მსოფლიო ჩემპპიონატი უკვე დასრულებლია და დროა გენერალური დასკვნები გაკეთდეს. ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი ჩავი ერნანდესის მიერ გაკეთებული პასების რაოდენობაა. კატალონიელმა ნახევარმცველმა სულ 669 პასი გააკეთა, აქიდან ადრესატამდე 554 მივიდა. ეს ტურნირის რეკორდად ითვლება.

 ყველაზე მეტი საგოლე პასი "ბარსაში"
 ჩავი ერნანდესი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც "ბარსელონას" მიერ გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობა ასეთი თვალსაჩინო გახადეს. ერნანდესის 31 გაკეთებლი პასი გოლით დასრულდა. ამ მაჩვენებლით ჩავი კლუბის ასისტენტებს შორის მყარად იკავებს პირველ ადგილს.

 "ბლაუგრანელები" ასაზრდოებენ ნაკრებს
 ჩავიმ და მისმა თანაგუნდელებმა იზრუნეს იმაზე, რომ ესპნაეთის ნაკრებს "ბარსელონას" სტილი შეენარჩუნებინა მუნდიალის ბოლო წუთამდე. ამის წყალობით გაჩნდა რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი. ესპანეთის ფეხბურთელებმა ჯამში 3753 პასი გააკეთეს. ესეც მსოფლიო რეკორდად ითვლება. მანამდე ასეთი რეკორდი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ეკუთვნოდა(3547 პასი, 1994 წელს).

 ბუსკეტსი და პიკე ჩავის შემდეგ
 "ბარსას" ფილოსოფია და პასების სტილი სამხრეთ აფრიკაში მართლაც თვალშისაცემი იყო. ჩავის შემდეგ მეორე და მეოთხე ადგილს იკავებენ სერხიო ბუსკეტსი და ხერარდ პიკე. სერხიომ 555 პასიდან 490 გააკეთა წარმატებით. მესამე ადგილს იკავებს "რეალ მადრიდის" ნახევარმცველი ხაბი ალონსო. მას მოსდევს "ბარსელონას" მცველი ხერარდ პიკე 506 გაკეთებული პასიდან 429 წარმატებული პასით.

წყარო: www.fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.