დეულოფეუ ლივერპულში დაბრუნდა
თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, ჟერარდ დეულოფეუ ქალაქ ლივერპულში დაბრუნდა.
იგი ამ დროის განმავლობაში ბარსელონაში მკურანლობდა. ახლა კი იგი ვალდებულია, ლივერპულში დაბრუნდეს, სადაც ადგილობრივი "ევერტონის" მაისურით დარჩენილი მოვალეობა იჯარის წესით უნდა შეასრულოს.
ახალგაზრდა თავდამსხმელი ბარსელონაში გასული წლის დეკემბრის თვეში დაბრუნდა, სადაც ტრავმის მიღების შემდეგ მკურნალობდა. მან უკვე სრულად გამოჯანმრთელება შეძლო.
პარასკევს დეულოფეუმ ხერარდო მარტინოსა და "ბარსას" ფეხბურთელებს განუცხადა, რომ იგი ინგლისში ბრუნდება, რათა "ევერტონს" დაეხმაროს, რომელიც ამჟამად პრემიერ ლიგაში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]