მასკერანო და ალბა "სევილიასთან" მატჩს გამოტოვებენ

მასკერანო და ალბა "სევილიასთან" მატჩს გამოტოვებენ

"ვალენსიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "ბარსელონა" ლა ლიგის მომდევნო მატჩს ორი ძირითადი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარებს. "სევილიას" წინააღმდეგ გუნდს ვერ დაეხმარებიან ხავიერ მასკერანო და ხორდი ალბა.

52 მატჩი წითელი ბარათის გარეშე

საინტერესოა, რომ ალბას წითელი ბარათი მიდინარე სეზონში პირველი იყო. "ელ კლასიკოს" შემდეგ, რომელიც გაიმართა დაახლოებით ერთი წლის წინ, "ბარსას" ფეხბურთელს წითელი ბარათი არ მიუღია; მას შემდეგ გუნდმა 52 მატჩი გამართა.

განსხვავებული დაცვის ხაზი "სევილიას" წინააღმდეგ

მასკერანოს და ალბას გარეშე, გუნდი "სევილიას" წინააღმდეგ ძალიან განსხვავებული დაცვის ხაზით წარდგება. მარტინოს ცენტრალური დაცვის პოზიციაზე სამი ფეხბურთელი ჰყავს: პიკე, პუიოლი და ბარტრა. მათგან ის ორს აარჩევს. თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს ადრიანო, რომელიც ალბას ადგილს დაიკავებს.

"სევილიას" წინააღმდეგ მატჩამდე, "ბარსელონ" "კამპ ნოუზე" "რეალ სოსიედადს" მიიღებს, ესპანეთის თასის ნახევარფინალში. მატჩი გაიმართება ხუთშაბათს, 01:00 საათზე (თბილისის დროით).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.