დაბადების დღეს გილოცავთ, პიკე!

დაბადების დღეს გილოცავთ, პიკე!

ჟერარდ პიკე დღეს 27 წლის გახდა. "ბარსელონას" ცენტრალური მცველი დაიბადა 1987 წლის 2 თებერვალს. პიკემ ფეხბურთის თამაში 10 წლის ასაკში, "ბარსელონას" ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო. 2003/04 სეზონის ბოლოს ის გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედში", შემდეგ კი ერთი სეზონი "სარაგოსაში" გაატარა. "კამპ ნოუზე" ფეხბურთელი 2008/09 სეზონში დაბრუნდა.

"ბარსელონაში" დაბრუნების შემდეგ, "ბარსას" მე-3 ნომერმა მრავალი ტიტული მოიგო. მან მოიგო 4 ლა ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 კოპა დელ რეი, 2 ევროპის სუპერ თასი, 4 ესპანეთის სუპერ თასი და 2 მსოფლიოს საკლუბო თასი. გარდა ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ის გახდა პრემიერ ლიგის, FA თასის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ესპანეთის ერვნულ ნაკრებთან ერთად კი მან მოიგო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი.

ეს არის მისი მეექვსე სეზონი პირველ გუნდთან ერთად. პიკე მთავარი ფეხბურთელი იყო პეპ გვარდიოლას, ტიტო ვილანოვას ფორმაციის გუნდში. ის ასევე რჩება გუნდის ძირითად მოთამაშედ ტატა მარტინოს გაწვრთნილ გუნდში. 2014 წლის დასაწყისში, "ბარსა" - "ელჩეს" მატჩში (4-0), პიკემ თავისი 250-ე მატჩი ჩაატარა "ბლაუგრანას" მაისურში. მან ასევე გაიტანა "ბარსას" მე-1000 გოლი საერთაშორისო ჩემპიონატებში. პიკემ აღნიშნული გოლი "სელტიკს" გაუტანა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.