"ბარსა" სახლში პირველად დამარცხდა იმ მატჩში, რომელშიც მესიმ გაიტანა

"ბარსა" სახლში პირველად დამარცხდა იმ მატჩში, რომელშიც მესიმ გაიტანა

მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში, "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" წინააღმდეგ დამარცხდა (2-3).

"ბლაუგრანამ" "ნოუ კამპზე" პირველად წააგო იმ ოფიციალურ შეხვედრაში, სადაც ლიონელ მესიმ ერთი ბურთის გატანა მაინც შეძლო. როგორც იცით, არგენტინელმა მეორე ნახევარში თერთმეტმეტრიანით ისარგებლა.

"ღამურებთან" მატჩამდე "ბარსას" მაისურით მესის "ნოუ კამპზე" 106 ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა გამართული. აქედან 99 მათგანი კატალონიელთა გამარჯვებით, ხოლო შვიდი ფრედ დასრულდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.