რაკიტიჩი: „ბარსელონასთან“ მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“
ესპანური "სევილიას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, კატალონიის "ბარსელონასთან" გამარჯვებაზე ოცნებობს.
"ჩვენთვის, "ლურჯ-ბროწეულისფერების" წინააღმდეგ მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ მოწინააღმდეგესთან, ბოლო რამდენიმე დაპირსპირებაში ჩვენ ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ მეტოქე ყოველ ჯერზე გოლს გვიტანდა. ესპანეთის ჩემპიონატში, ბოლო რამდენიმე დაპირისპირებაში "სევილია" "ბარსელონასთან" 2:3 დამარცხდა. კატალონიელებთან ახალ შეხვედრაში ჩვენ იგივე ანგარიშით უნდა მოვიგოთ, 3:2. ეს სამართლიანი იქნება."
"ბარსელონა", რა თქმა უნდა, ძლიერია, მაგრამ ბოლო დროს ამ გუნდს პრობლემები დაეწყო. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ კატალონიელებს და გადავლახოთ მათი ბარიერი," - განაცხადა რაკიტიჩმა Marca-სთან ინტერვიუში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]