დანი ალვესი: „საკუთარ მომავალზე სასაუბროდ მზად არ ვარ“
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მარჯვენა მცველმა დანი ალვესმა, არ იცის, რომელ კლუბში დაიწყებს მომავალ სეზონს.
"ეს თემა მნიშვნელოვანი სადისკუსიოა, მაგრამ ეს არ გაიმართება ახლა. ამ მომენტში, მე მთლიანად ორიენტირებული ვარ იმაზე, თუ როგორ დავეხმარო გუნდს თავისი ამოცანების გადაწყვეტაში ამ სეზონში. ახლა, ჩვენთვის საფეხბურთო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყო, ასე რომ, მირჩევნია სხვა რამეზე არ ვიფიქრო."
"მაისში მე 31 წლის გავხდები, ეს საჭირო იქნება იმისათვის, რომ დავიწყო შედეგების შეფასება. ჩემით ჯერ კიდევ არიან დაინტერესებულნი სხვა კლუბები და ჩვენ ვისაუბრებთ "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან ამაზე. მე ვარ გუნდის ერთგული, მაგრამ მსურს, რომ ჩემი შეხედულებები მოისმინოს კლუბის ხელმძღვანელობამ," - განაცხადა დანი ალვესმა ბრაზილიურ O Globo-სთან ინტერვიუში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]