პინტო: „არ ვიცი, წავალ თუ არა „ბარსელონადან“

პინტო: „არ ვიცი, წავალ თუ არა „ბარსელონადან“

კატალონიის "ბარსელონას" გოლკიპერმა ხოსე მანუელ პინტომ, საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა თავის მომავალზე.

"ამ ეტაპზე მირჩევნია სამომავლო თემაზე არ ვიფიქრო. მე უკვე 38 წლის ვარ და ამ ასაკში, ზოგადად, საუკეთესო საშუალება საფეხბურთო კარიერის დასრულებაა. მაგრამ მე ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: მინდა გავაგრძელო ფეხბურთის თამაში. მეკარის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ უპირატესობას იძლევა."

"არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა კარიერას "ბარსელონაში", ამის ალბათობა არსებობს. თუმცა, ამ მომენტში კატალონიური კლუბის ფეხბურთელი ვარ. ვიცი, რომ "ბარსაში" მინიმუმ კიდევ ერთ მატჩს ვითამაშებ და ამით ბედნიერი ვარ. მაგრამ მწვრთნელმა იცის, რომ მე ყოველთვის შემიძლია თამაში, მზად ვარ გუნდს ნებისმიერ წუთს დავეხმარო," - განაცხადა პინტომ Sport.es-თან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.