კარლოსი: "სიტიმ" "ბარსელონა" დაამარცხოს რთულია, მაგრამ შესაძლებელი"
მადრიდის "რეალის" ყოფილი ბრაზილიელი მცველი რობერტო კარლოსი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ სიტის" შეუძლია უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვოს, იტყობინება ესპანური პრესა.
"მანუელ პელეგრინიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბარსელონა" უნდა დაამარცხოს.
"ბარსელონას" დამარცხება "მანჩესტერ სიტისაგან" რთულია, თუმცა ეს შესაძლებელია. ალბათ, მათ შეუძლიათ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, თუ ისინი ყურადღებას ესპანური კლუბის საუკეთესო პერიოდზე არ გაამახვილებენ" - განაცხადა რობერტო კარლოსმა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტისა" და "ბარსელონას" შორის პირველი მატჩი 18 თებერვალს ინგლისში გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]