ფიგუ: "ბარსელონა" არ მაფასებდა"

ფიგუ: "ბარსელონა" არ მაფასებდა"

პორტუგალიელი ლეგენდის, ლუიშ ფიგუს, თქმით, 2000 წელს ის "ბარსელონადან" "რეალში" იმიტომ გადავიდა, რომ "კამპ ნოუზე" დაფასებას ვერ გრძნობდა.

პორტუგალიელმა კატალონიურ გუნდში 5 ბრწყინვალე წელი გაატარა, მაგრამ ის "რეალში" გადავიდა, რამაც გულშემატკივრებს შორის დიდი კამათი გამოიწვია.

ფიგუს თქმით, ამ ტრანსფერის მიზეზი იყო ის, რომ მაშინ "რეალს" უფრო უნდოდა ფეხბურთელი ვიდრე "ბარსელონას".

"ისინი კარგად არ მეპყრობოდნენ, რაც მაბრაზებდა. მიუხედავად იმისა, რომ დრო გადიოდა, მაინც გაღიზიანებული და გაბრაზებული ვიყავი, რადგან კლუბზე პასუხისმგებელი ხალხი არ მაფასებდა. მე ვიყავი ფეხბურთელი, რომლის შეძენა ფლორენტინო პერესს სურდა. არ ვიცი, რა მოხდა. სათადარიგოთა სკამზე ახსნა-განმარტების გარეშე მივედი. ვგრძნობდი, რომ ეს ჩემთვის ტკივილის მიყენების საშუალება იყო."

თუმცა ფიგუმ არ დაასახელა თავისი ფავორიტი მესისა და რონალდოს შორის.

"ორივე ფანტასტიურია. ჩემს გუნდში ორივეს სიამოვნებით მივიღებდი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.