კეიტა: „გვარდიოლა ფანტასტიკური ადამიანია“

კეიტა: „გვარდიოლა ფანტასტიკური ადამიანია“

სეიდუ კეიტამ, რომელიც ამჟამად "ვალენსიაში" თამაშობს, "ბარსელონაში" გატარებული დრო გაიხსენა.

"ერთ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ არ მქონდა "ბარსელონასთან" კონტრაქტზე ხელი მოწერილი, "რეალის" შეთავაზება მივიღე. მაგრამ ჩემს აგენტს დავურეკე და ვუთხარი: "ბარსელონაში" მივდივარ". მან მთხოვა მეთქვა, რატომ გავაკეთე ეს. მე ვუპასუხე: "არ ვიცი, მაგრამ ჩვენ იქ წავალთ". მე შეცდომა არ დამიშვია."

"პეპი - ფანტასტიკური ადამიანი. თუ შენ რამე გჭირდება, ის დაგეხმარება. მახსოვს, ერთხელ აბიდალს ოჯახში პრობლემები ჰქონდა და მან მწვრთნელს ერთი დღით წასვლა სთხოვა, პეპმა კი უპასუხა: "წადი და როდესაც ყველაფერს მოაგვარებ, დაბრუნდი". როდესაც მწვრთნელი ასე გეუბნება, შენ დაბრუნდები და 200%-ით დაიხარჯები. თუ მოთამაშე ბედნიერია, მაშინ მან შეიძლება კიდევ უფრო მეტი გააკეთოს და გვარდიოლას ესმის ეს," - განაცხადა სეიდუ კეიტამ El Diario-სთან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.