მესი: „მსოფლიოს ჩემპიონატამდე „ბარსელონასთან“ ერთად ტიტულების მოგება მსურს“

მესი: „მსოფლიოს ჩემპიონატამდე „ბარსელონასთან“ ერთად ტიტულების მოგება მსურს“

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რათა თავისი კლუბის შემადგენლობაში ტიტულები მოიგოს.

"ყოველი დღის გავლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი დღითიდღე უფრო და უფრო ახლოვდება. მაგრამ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიზნები "ბარსელონასთან" დაკავშირებით. ჩვენ უკვე შევედით სეზონის ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში და მე ახლა არ ვფიქრობ მუნდიალზე, კონცენტრირებული ვარ ჩემპიონთა ლიგასა და ეროვნულ ჩემპიონატზე," - განაცხადა მესიმ.

ამჟამად "ლურჯ-ბროწეულისფერები" პრიმერას სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ 57 ქულით, მაგრამ იგივე რაოდენობის ქულები აქვს "რეალსა" და "ატლეტიკოს". გარდა ამისა, ხერარდო მარტინოს გუნდი გავიდა ესპანეთის თასის ფინალში და გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.