"ჩელსის", დავიდ ლუიზის სანაცვლოდ, 30 მილიონი ევრო სურს
"ბარსელონა" ისევ ცდილობს "ჩელსისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 26 წლის ცენტრალური მცველის, დავიდ ლუიზის გადაბირებას, იტყობინება Mirror.
კატალონიელები მზად არიან, ფეხბურთელის შესაძენად 27 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუმცა, "ლურჯებს" 30 მილიონი სურთ. მაგრამ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ იმ შემთხვევაში, თუ თავად მოთამაშე არ იქნება წინააღმდეგი კლუბის შეცვლაზე.
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" ადრე ცდილობდა დავიდ ლუიზის გაფორმებას, მაგრამ "ჩელსი" ფეხბურთელის ტრანსფერზე მუდმივად უარზე იყო.
მიმდინარე სეზონში, დავიდ ლუიზმა ინგლისის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]