ბართომეუ: "ბარსელონას" პერესთან კარგი ურთიერთობა აქვს"
კატალონიური კლუბის, "ბარსელონას" ახალმა პრეზიდენტმა ხოსე მარია ბართომეუმ უარყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ კატალონიურ კლუბს მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელთან, ფლორენტინო პერესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "სამეფო კლუბისა" და "ბლაუგრანას" პრეზიდენტებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.
"ჩვენ ფლორენტინოსთან კარგი და ამავდროულად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" გარეშე ასეთი დიდებული კლუბი ვერ იქნებოდა. ჩვენ "რეალის" წინააღმდეგ კონკურენტუნარიანები ვართ. ჩვენ მოედანზე ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს." - განაცხადა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]