"ლივერპულმა" თვალი ვალდესს დაადგა

"ლივერპულმა" თვალი ვალდესს დაადგა

ინგლისური კლუბის, "ლივერპულის" სამწვრთნელო შტაბი დაინტერესებულია კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი მეკარით ვიქტორ ვალდესით, იტყობინება ესპანური პრესა. მერსესაიდული კლუბის წარმომადგენლები კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარეს უკვე დაუკავშირდნენ და შეთავაზება გაუკეთეს.

ფინანსური თვალსაზრისით ეს არის ძალიან მიმზიდველი ტრანსფერი, რადგან როგორც იცით ვიქტორ ვალდესი სეზონის დასრულებისას თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია კატალონიელი მეკარის პასუხზე. შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კარის დარაჯი კატალონიურ კლუბს მიმდინარე სეზონის დასასრულს აუცილებლად დატოვებს, თუმცა ასევე გავრცელებული იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვალდესმა კლუბიდან წასვლა გადაიფიქრა. მიუხედავად ამისა იგი მიმდინარე სეზონის დასარულს კლუბს შეიცვლის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.