„სოსიედადი“-„ბარსელონა“. მარტინო მატჩის წინ

„სოსიედადი“-„ბარსელონა“. მარტინო მატჩის წინ

"რეალ სოსიედათან" მატჩამდე ერთი დღით ადრე ხერარდო მარტინომ პრესკონფერენცია გამართა. მწვრთნელი რთულ მატჩს ელის, რომელსაც "არავითარი კავშირი არ ექნება სათასო მატჩთან. ეს ლა ლიგაა." მან დაამატა, რომ "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, როგორც გუნდი... ახლა ბევრი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რადგან სეზონის დასასრული ახლოვდება."

მატჩების კონტროლი

"როდესაც სამი თავდამსხმელით თამაშობ, მატჩის გაკონტროლება უფრო რთულია," ამბობს მარტინო. მან განმარტა, რომ "თამაში დამატებით ნახევარმცველთან ერთად ჩვენ საშუალებას გვაძლევს უკეთ გავაკონტროლოთ მატჩი." მან ასევე ისაუბრა შემადგენლობის როტაციაზე და განაცხადა, რომ "იყო თამაშები, რომლებშიც ჩვენ 9 ფეხბურთელი შევცვალეთ. ახლა, ალბათ, ცვლილებები შემადგენლობაში ნაკლები იქნება. ყოველ შემთხვევაში, რაიმე ცვლილება ყოველთვის იქნება. ეს საჭიროა, რათა შენარჩუნდეს ინტენსივობა გუნდის ფეხბურთელების მუშაობაში და ასევე იმისათვის, რომ ყველამ იგრძნოს თავი გუნდის ნაწილად."

21 შესაძლო მატჩი

თუ "ბარსა" ყველა ჩემპიონატში წინ წავიდა, მაშინ გუნდს კიდევ 21 მატჩის გამართვა მოუწევს ამ სეზონში. "ახლა ჩენ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ ლა ლიგაზე," ამბობს მწვრთნელი. "ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ყველა მატჩი მოვიგოთ... ცუდი იქნება, თუ ყურადღებას სან სებასტიანში გასამართ მატჩზე არ გადავიტანთ. ჩვენი მიზანი კარგად თამაში და მოგებაა."

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ გუნდი ფორმის პიკში იმყოფება, ტატამ განაცხადა: "ბოლო რამდენიმე მატჩი ჩვენ მაღალ დონეზე ჩავატარეთ და თუ ჩვენ შევძლებთ განვითარების გაგრძელებას და ჩვენი ფორმის შენარჩინებას უახლოეს 70 ან 80 დღის განმავლობაში, მაშინ ჩვენი მიზნების განხორციელების შესანიშნავი შანსი გვექნება."

ნეიმარი

"ყველაფერი, რაც ხდება ნეიმართან დაკავშირებით, ნორმალურს ვერ ვუწოდებ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სათამაშო დროს, რასაც ბრაზილიელი იღებს და მის თამაშს მოედანზე, შეიძლება ითქვას, რომ ის კარგია."

ბოლოს მწვრთნელმა ისაუბრა "ბარსელონას" პროგრესზე დაწყებული პირველი მატჩიდან: "ჩვენ ვთამაშობთ მაღალი ინტენსივობით, ვუქმნით დისკომფორტს მოწინააღმდეგეს პრესინგის დროს. ჩვენ ასევე შესანიშნავად ვმოქმედებთ მეორე სართულზე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვახერხებთ ასეთი მომენტების რეალიზებას. წარმატებით ვთამაშობთ დაცვაში, რადგან ჩვენ არ ვუშვებთ ბევრ გოლს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.