გონსალესი: „ბარსელონასთან“ გასამარჯვებლად, საჭიროა იდეალური მატჩის ჩატარება“

გონსალესი: „ბარსელონასთან“ გასამარჯვებლად, საჭიროა იდეალური მატჩის ჩატარება“

"რეალ სოსიედადის" მცველმა მიკელ გონსალესმა, საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა "ბარსელონასთან" მომავალ მატჩზე.

"იმისათვის, რომ "ბარსელონასთან" გავიმარჯვოთ, ჩვენ უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ დაცვაში და შევეცადოთ კოლექტიურ თამაშს მოედნის თითოეულ ნაწილში. საჭიროა იდეალური მატჩის ჩატარება," - განაცხადა მიკელ გონსალესმა.

საინტერესოა, რომ "ბარსელონას" "ანოეტაზე" გამარჯვება არ მოუპოვებია 2007 წლის 5 მაისის შემდეგ, როდესაც კატალონელებმა ანდრეს ინიესტასა და სამუელ ეტო’ოს გოლების წყალობით იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ "რეალ სოსიედადსა" და "ბარსელონას" შორის მატჩი გაიმართება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.