პუიოლი 2014 წლის მუნდიალზე მოხვედრის შანსებს ინარჩუნებს

პუიოლი 2014 წლის მუნდიალზე მოხვედრის შანსებს ინარჩუნებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ "ბარსელონას" 35 წლის ვეტერან მცველს, კარლეს პუიოლს კვლავ აქვს შანსები ბრაზილიაში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ითამაშოს. 

"ამჟამად მუნდიალზე მოხვედრის შანსები არავის დაუკარგავს. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო პუიოლი. მისი სიტუაცია ჩემთვის მნიშვნელოვანია. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თამაშობ თუ არა კლუბში და არა, როგორ ფორმაში იმყოფები და იქნები სეზონის მიწურულს. ეს ეხება კარლესს და ყველა დანარჩენს." - განაცხადა, დელ ბოსკემ.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.