Bild: ტერ შტეგენმა სამედიცინო შემოწმება გაიარა
ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ახალგაზრდა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
გერმანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსას" ექიმები გერმანიაში თავად ჩავიდნენ და 21 წლის კიპერის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს.
ივარაუდება, რომ ვიქტორ ვალდესის პატივისცემის ნიშნად, კატალონიური კლუბი ტერ შტეგენის ყიდვის ინფორმაციას სეზონის ბოლომდე ოფიციალურად არ დაადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი მეკარის ყიდვა "ბარსას" 12 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]