მარტინო ერთი მატჩით დაისაჯა
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელს, არგენტინელი სპეციალისტს ხერარდო "ტატა" მარტინოს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
არგენტინელი სპეციალისტი თავის კლუბს ლა ლიგის 26-ე ტურში "ალმერიას" წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ უთავკაცებს.
შეგახსენებთ, რომ ხერარდო მარტინო პრიმერა დივიზიონის წინა, 25-ე ტურში მატჩის მთავარმა არბიტრმა გააძევა, მატჩი "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ იმართებოდა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ბარსელონა" "ალმერიას" "კამპ ნოუზე" კვირას, 2 მარტს უმასპინძლებს, მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს სტარტს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]