ტოტის რჩეულთა შორის მესი, ჩავი და ინიესტა მოხვდნენ

ტოტის რჩეულთა შორის მესი, ჩავი და ინიესტა მოხვდნენ

"რომას" კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ მსოფლიოს უძლიერესი გუნდის საკუთარი ვერსია შეადგინა. 37 წლის ტოტის რჩეულთა შორის "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი მოხვდა.

ტოტის მიერ შერჩეულ 11 ფეხბურთელს შორის ოთხია ისეთი, რომლებსაც იტალიის ჩემპიონატში არ უთამაშიათ და მათგან 3 "ბარსელონელია". ესენი არიან ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი.

ტოტის ვერსიით საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი ბუფონი, მაიკონი, ვალტერ სამუელი, ვენსან კანდელა, ჩავი, დანიელე დე როსი, ფრანჩესკო ტოტი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კრიშტიანუ რონალდუ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.