“ბარსას” არქივიდან. რონალდინიო მესის თილისმასაც ანდობს. 2005წ.

“ბარსას” არქივიდან. რონალდინიო მესის თილისმასაც ანდობს. 2005წ.

"კამპ ნოუს” ვიწრო წრეში დასამეგობრებლად რონალდინიოსა და მესის დიდი დრო არ დასჭირვებიათ. ისინი ერთმანეთს კარგად ეწყობიან და იციან, რომ ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე შეძლებენ ისტორიის შექმნას.

რონალდინიო გაუჩოსა და ლიონელ მესის დიეგო მარადონას მემკვიდრეებად ასახელებენ… თავად დიეგოც ასე თვლის.

იმ დღეს, როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს მესი პატარა ბიჭუნა იყო, რომელსაც "ბარსას” პირველ გუნდში ვარჯიშიც კი არ ჰქონდა ჩატარებული. ის რონალდინიომ შენიშნა და მიაძახა: -როგორაა საქმე, პაწიავ? და ზედ განუმეორებელი, მეგობრული ღიმილი დააყოლა.

შემდეგ რონალდინიომ ყინულის ნატეხი დაადნო თავისი ხუმრობით:

-მოდი, მოდი აქ, პატარა საოცრებავ, ვისაუბროთ. ამბობენ, რომ ფეხბურთის ჯადოქარი ბიჭუნა ხარ. იცი, პირველად ასე ექვსი წლის ასაკში მიწოდეს, როდესაც ერთ მატჩში 23 გოლი გავიტანე!

მესიმ სიცილით უპასუხა:

-მერე რა, მე ერთხელ ორი გოლი გავიტანე ფეხმოტეხილმა !

ამ პირველი საუბრის შემდეგ რონალდინიო თითქმის არ სცილდება "პაწია” მესის, რომელსაც თითქმის მამობას უწევს. "ეს ჩემი პატარა ძმაა”, დაუღალავად იმეორებს რონალდინიო, რომლის წყალობით არგენტინელი ჭაბუკი უკვე შეეწყო გუნდს. ასეთი შემთხვევაც იყო: როდესაც მესის დებიუტი შედგა "კამპ ნოუზე”, რონალდინიო მას მოეხვია და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, რამაც როგორც ჩანს აღაგზნო პატარა ჭაბუკი და ის მატჩი ბრწყინვალედ ითამაშა.

კიდევ? ვარჯიშზე ორმხრივი თამაშისას რონალდინიომ თავისი გულსაკიდი მოიხსნა და მესის გადასცა შესანახად. ვინმემ შეიძლება თქვას, რა არის ამაში გასაკვირიო, მაგრამ საქმე ისაა, რომ რონი თავის თილისმას დასაჭერადაც კი არავის აძლევს, თუნდაც საკუთარ დედას.

სილვინიო, რონალდინიო და ედმილსონი ყურადღებას არ აკლებენ მესის. არგენტინელი იმ დალაქთან მიიყვანეს, რომელთანაც თავად დადიან. ვოლქმენში მუსიკა შეუცვალეს და გასულელებამდე თამაშობენ ფლეისთეიშენს. როდესაც პრო ევოლუშენ სოკერ 4 გამოვიდა, ლეო ბევრს ეთამაშებოდა თავის ძმა როდრიგოს და ახლა წარმატებით იყენებს დაგროვილ გამოცდილებას. რონალდინიოს თითქმის სულ ამარცხებს, ედმილსონი კი ერთხელ კინაღამ გაცეცხლდა, როდესაც ექვსიდან ექვსი მატჩი წააგო.

სადილობის დროს მაგიდასთან ადგილები მკაცრადაა განსაზღვრული და თითქმის რელიგიურ მნიშვნელობას იძენს: რონალდინიო, სილვინიო, ედმილსონი, დეკუ, ჟიული, ეტო’ო და მესი განუყრელად ერთად ზიან.

-რონალდინიო დაუღალავად იმეორებს, რომ თავის ჭკუაზე გადამიყვანს, - ამბობს მესი.

მოედანზე ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან რაიკაარდი მათ ყოველთვის ერთმანეთის გვედით აყენებს, რადგან არ სურს ნიჭის გაფანტვა. ფეხბურთი კი მხოლოდ იგებს, რომ ეს ორნი ერთმანეთის გვერდით თამაშობენ ერთ გუნდში.

2005 წლის 5 ნოემბერი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.