მარტინომ, შესაძლოა, არგენტინის ნაკრებს უხელმძღვანელოს
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ, შესაძლოა, თავისი პოსტი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს, იტყობინება ესპანური პრესა.
არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ხულიო გრონდონმა, მარტინოს არგენტინის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა შესთავაზა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელობა მხოლოდ მარტინოს კანდიდატურას არ განიხილავს: მადრიდის "ატლეტიკოს" მენტორის, დიეგო სიმეონეს ხილვა სურთ ასევე ნაკრების მწვრთნელად. თუმცა, სიმეონეს კიდევ რამდენიმე წელი სურს ესპანურ კლუბში მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ მარტინოს კონტრაქტი "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" გათვლილია 2015 წლამდე, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ მწვრთნელი კატალონიური კლუბის დატოვებას სეზონის ბოლოს აპირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]